ახალი ამბები
ქუთაისში ფოტო–ვიდეო სტუდია გაქურდეს
FaceBook
ქუთაისის ცენტრში, მერიის შენობის უკან მდებარე ფოტო–ვიდეო სტუდია გაქურდეს.
ქურდობის ფაქტი ქუთაისში სამი დღის წინ, საღამოს საათებში მოხდა.
როგორც დაზარალებულები ამბობენ, მძარცველებს სტუდიიდან დაახლოებით 6 000 დოლარის ღირებულების ტექნიკა აქვთ წაღებული.
" სავარაუდოდ ქურდობის ფაქტი საღამოს საათებში მოხდა, თუმცა მძარცველებმა როგორც სჩანს მთავარ ოთახში ვერ სეამოაღწიეს და ტექნიკის გატანა მხოლოდ ერთი ოტახიდან შეძლეს,"– ამბობენ ფოტო–ვიდეო სტუდიაში მყოფები.
ქურდობის ფაქტზე დაწყებ ულია გამოძიება.
ანა ჯანაშია
Print