ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში მიმდინარე წელს 1 706 აბიტურიენტი ჩაირიცხა
FaceBook
ახალ სასწავლო წელს აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტში უნივესიტეტში 1706 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

პირველი კურსის სტრუდენტებს რეგისტრაციის გავლა წერეთლის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, #1211 აუდიტორიაში შეუძლიათ.

რეგიტრაციისათვის მათ უნდა წარადგინონ:

ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ატესტატის ასლი;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი;
4 ცალი სურათი დისკზე ჩაწერილ სურათთან ერთად;
საგამოცდო ბარათი.

ასევე, ვაჟმა სტუდენტებმა დამატებით, სამხედრო აღიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლიც უნდა წარადგინონ.

სოციალურად დაუცველისა და ლტოლვილის სტატუსის შემთხვევაში, სტუდენტებს თან უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მოწმობის ქსეროასლები.

იმ აბიტურიანტებმა, რომლების რეგისტრაციის გავლის მომენტისთვის არ იქნებიან 18 წლის, დამატებით უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობა და მისი ასლი.
მათ, ასევე თან უნდა ახლდეთ ერთ–ერთი კანონიერი წარმომადგენელი დედა, მამა ან მზრუნველი.

გასულ სასწავლო წელს წერეთლის უნივერსიტეტში 1777 პირველკურსელი სწავლობდა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 2016 წლის 19 სეტემბერს დაიწყება.
Print