ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბნებზე აბრები განთავსდა
FaceBook

ქუთაისში საარჩევნო უბნები მისამართების მიხედვით უკვე გადანაწილდა.


ამომრჩეველს უკვე საშუალება აქვს იცოდეს სად არის მისი საარჩევნო უბანი განთავსებული.

"გუშინ დაიწყო აბრების განთავსება და დღეს უნდა დასრულდეს, რადგან პროცესი მხოლოდ ორ დღეს მოიცავს", - განაცხადა ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისში სულ 152 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 128 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნება.

საქართველოს მასშტაბით დაწყებულია ამომრჩევლის ბარათების დარიგებაც.

საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

 

Print