ახალი ამბები
„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“ - რისკიანი სპექტაკლის პრემიერა დღეს ქუთაისში
FaceBook
დღეს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.

პუბლიკა ამერიკელი რეჟისორის ბილი უაილდერის ცნობილი ფილმის" ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია" თეატრალურ ვერსიას იხილავს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის გიორგი სიხარულიძის თქმით, აღნიშნული სპექტაკლი საკმაოდ სერიოზული განაცხადია, თუმცა რისკზე წავიდნენ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.
"გავითვალისწინეთ დასის შესაძლებლობები, ასევე პუბლიკის დაკვეთა კომედიაზე და წავდით ამ რისკზე. გთავზობთ "ჯაზის" თეატრალურ ვერსიას ველოდებით როგორ მიიღებს მაყურებელი," - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.
სპექტაკლის მონაწილეთა ინფორმაციით მათი სპექტაკლი ფილმის სიუჟეტის სხვაგვარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და არ იმეორებს ფილმს.
"ვცდილობთ დავანგრიოთ ის სტერეოტიპები რაც ფილმის გარშემო არსებობს", - აღნიშნა მსახიობმა გიგა მიქაძემ.
სპექტაკლის დასაწყისი 19 საათზე.
ეკა კუხალაშვილი
Print