ახალი ამბები
"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს 10 სექტემბერს დაასახელებს
FaceBook
"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობას მიმდინარე წლის 10 სექტემბერს დაასახელებს.

მათ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი წარადგენს.

უკვე ცნობილია, რომ მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი ქუთაისის საკრებულოს წევრი სამსონ გუგავა იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, # 48 ოლქში იყრის კენჭს.

"ერთ-ერთი ნამდვილად მე ვარ, რაც შეეხება დანარჩენებს, ჯერჯერობით არ გავამჟღავნებთ მათ ვინაობას", - ამბობს სამსონ გუგავა.

მისი თქმით, პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები, სავარაუდოდ, ქალაქის სამივე ოლქში ეყოლება.

ქუთაისთან ერთად, შალვა ნათელაშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მსურველთა ვინაობასაც დაასახელებს.

წარდგენა ქუთაისში ე.წ "მონ პლაზირის თაღის" ტერიტორიაზე დღის 15:00 საათზე შედგება.

Print