ახალი ამბები
ქუთაისში ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ვარსკვლავი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის ოლიმპიურ ბაღში რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსნის ლაშა ტალახაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ოლიმპიელს სხვა და სხვა საჩუქრები გადაეცა. მათ შორის, დავით აღმაშენებლის ოქროს მონეტაც, რომელიც მას "ბაზის ბანკის" ხელმძღვანელობამ უსახსოვრა.

"ყველა იმ ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც წვლილი შეიტანა ამ ვარსკვლავის გახსნაში. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა, რადგან ასეთი სახელოვანი სპორტსმენების გვერდით ჩემი ვარსკვლავიც გაიხსნა," - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

22 წლის ლაშა ტალახაძემ, რომელიც რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა 473 კილოგრამის დაფიქსირებით.

ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კიდევ ერთი ქართველი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც 448 კგ დააფიქსრია.

რეზი ბურჯანაძე

Print