ახალი ამბები
კაცხის მონასტერთან ტურისტული ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
FaceBook
ჭიათურაში, კაცხის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც ადგილზე დასაქმებულები აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

ვიზიტორთა ცენტრის პარალელურად, რესტავრაცია–კონსერვაცია უტარდება კაცხის მონასტერსაც.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ტურისტული ცენტრი წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელ-გაყვენილობის სისტემებით და საჭირო ავეჯით აღიჭურვება.

მოეწყობა ღია ტერასა, ავტოსადგომი და გადასახედი აივანი.

ამჟამად, რეაბილიტაცია უტარდება ცენტრიდან ეკლესიამდე მისასვლელ გზას.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.


Print