ახალი ამბები
ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურზე დაგეგმილი სატესტო სამუშაოების გამო, ღამის 3 საათიდან 6 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება 21 000 მომხმარებელს შეუწყდება.

კერძოდ, ქუთაისში:  ავანგარდის დასახლებას, გუგუნავას, კ. გამსახურდიას, თაბუკაშვილის, შევჩენკოს, მშენებლის, 9 აპრილის, ზ. გამსახურდიას, გიორგი ბრწყინვალეს, ს. მეხის, თავისუფლების, ინგორიყვას, მესხიშვილის, ნარსიას, ნაფეტვარიძის, ჩეხოვის, და-ძმა ურდროპების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, ლენინაკანის, შმიდტის, ჩიქოვანის, შარტავას, ი. ჭავჭავაძის (ნაწ.), ი. აბაშიძის (ნაწ.) ქუჩებს.

აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს – ქვიტირი, გეგუთი, პატრიკეთი, უკანეთი, ოფშკვითი, საყულია, მუხიანი, ფარცხანაყანევი, მესხეთი, ბროწეულას დასახლება, ვარციხეჰესის დასახლება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰესის სატესტო სამუშოების დროს მოსალოდნელია ძაბვის ცვალებადობა გამანაწილებელ ქსელში.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რჟიმში აღდგება.


Print