ახალი ამბები
ქუთაისის ნიღბების თეატრი სეზონს 15 სექტემბერს ხსნის
FaceBook
ნიღბების თეატრის სეზონის პირველი სპეტაკლი "წითელქუდა" იქნება.

"გვინდა ბავშვებს სპექტაკლითაც მივულოცოთ სწავლის დაწყება", - აღნიშნა თეატრის ხელმძღვანელმა დავით ჯიშკარიანმა.

თუმცა თეატრში პრემიერებზეც საუბრობენ. დავით ჯიშკარიანის ინფორმაციით წლის ბოლომდე თეატრში სამი პრემიერა გაიმართება "ბაკულას ღორები", "მოხუცი ჯამბაზი" და "ბერიკაობა" სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით.



Print