ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში რეაბილიტაცია სწავლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს (ფოტო)
FaceBook
სასწავლო პროცესის დაწყებამდე 9 დღით ადრე ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში კეთილმოეწყობა მეორე სართული. ანალოგიურად სარებილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპია დარჩენილი პირველ და #37- საჯარო სკოლებშიც.


ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა

#37-ე საჯარო სკოლის დირექტორის ნანა კენჭოშვილი განმარტებით, სკოლაში მოეწყო სამედიცინო კაბინეტი.


"ამ სკოლაში ბევრი პრობლემა იყო. მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა მოგვარდა ამ რეაბილიტაციით. მეორე-მესამე სართულის დერეფანი მოწესრიგდა და ყველა საკლასო ოთახის იატაკი", - ამბობს საჯარო სკოლის დირექტორი.


ქუთაისის  #37 საჯარო სკოლა

ქუთაისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების სამინისტრო ახორციელებს. უწყებაში განმარატვენ,  სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დირექტორების მომართვიანობის საფუძველზე ჩატარდა.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, აქედან  2016-2017 სასწავლო წლისთვის რეაბილიტაცია 5 მათგანს  ჩაუტარდა.  კერძოდ:  N1-  სკოლაში შეიცვალა ელექტრო ფარი,  N2 საჯარო სკოლის მეორე, ხოლო # 5- სკოლის  პირველ სართულს რეაბილიტაცია  ჩაუტარდა,  ფასადი და სარინელი   მოწესრიგდა   N30 - საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 სექტემბერს დასრულდება და ის სასწავლო პროცესის დაწყეაბს ხელს არ შეუშლის.

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2016 წლის 15 სექტემბერს განახლდება.
Print