სასწავლო პროცესის დაწყებამდე 9 დღით ადრე ქუთაისის რამდენიმე საჯარო
სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში კეთილმოეწყობა მეორე სართული.
ანალოგიურად სარებილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპია დარჩენილი პირველ
და #37- საჯარო სკოლებშიც.
 
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა
#37-ე საჯარო სკოლის დირექტორის ნანა კენჭოშვილი განმარტებით, სკოლაში
მოეწყო სამედიცინო კაბინეტი.
"ამ სკოლაში ბევრი პრობლემა იყო. მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა
მოგვარდა ამ რეაბილიტაციით. მეორე-მესამე სართულის დერეფანი
მოწესრიგდა და ყველა საკლასო ოთახის იატაკი", - ამბობს საჯარო სკოლის
დირექტორი.

ქუთაისის  #37 საჯარო სკოლა
ქუთაისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების
სამინისტრო ახორციელებს. უწყებაში განმარატვენ,  სკოლებში
სარეაბილიტაციო სამუშაოები დირექტორების მომართვიანობის საფუძველზე
ჩატარდა.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, აქედან  2016-2017 სასწავლო
წლისთვის რეაბილიტაცია 5 მათგანს  ჩაუტარდა.
 კერძოდ:  N1-  სკოლაში შეიცვალა ელექტრო ფარი,
 N2 საჯარო სკოლის მეორე, ხოლო # 5- სკოლის  პირველ სართულს
რეაბილიტაცია  ჩაუტარდა,  ფასადი და სარინელი  
მოწესრიგდა   N30 - საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები
7 სექტემბერს დასრულდება და ის სასწავლო პროცესის დაწყეაბს ხელს არ
შეუშლის.
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2016 წლის
15 სექტემბერს განახლდება.			
 
			
მასალის გამოყენების პირობები