ახალი ამბები
ქუთაისში 9 აპრილის მემორიალის შესაძლო გადატანას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის მონუმენტის შესაძლო გადატანას, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები აპროტესტებენ.

ორგანიზაციის დამფუძნებლის გია გოქაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართვალობა იმ ადგილს,  სადაც  9 აპრილის მონუმენტია განთავსებული,  კომერციული მიზნით გამოყენებისთვის ამზადებს.

"ეს არი ქალაქის ცენტრი და ალბათ კომერციული ინტერსი აქვს ქალაქის მერს,  თორემ,  აქამდეც იყო იქ კაფე- ბარი და და არასოდეს დამდგარა მისი გადატანის საკითხი. ეს არის ოქროს ჩარდახის ამბის გაგრძელება", - განაცხადა ბრიფინგზე გია გოქაძემ.

მისი თქმით, თუ ქუთისის მერიას მიზანშეუწონლად მიაჩნია 9 აპრილის მონუმენტთან ახლოს გამოტანილი კაფე-ბარის  მაგიდები,  მერიის შესაბამისმა სამსახურმა ან გააფრთხილოს კაფის მეპატრონე ან დააჯარიმოს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები განმარატვენ, რომ ადგილობრივი მთავრობა,   აქტიურად ახორციელებს  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ობიექტების გამოთავისუფლებასს.

"შესაძლოა ხვალ და ზეგ ბაგრატის ან გელათის ძეგლსაც შეეხონ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ 9 აპრილის მემორიალი თავის ადგილზე დარჩეს", - აცხადებენ "ევროპა ჩვენი სახლიაში".

9 აპრილის მემორიალის შესაძლო გადატანის შესახებ 31 აგვისტოს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე  გაჟღერდა. ძგელის გადატანის შემთხვევაში,  ის შესაძლოა ქალაქის ცენტრალურ ბაღში განთავსდეს.

ქუთაისის მერიაში "ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

Print