ახალი ამბები
წყალტუბოს მღვიმეებში დამთვალიერებლების ყოველდღე მიღებას ითხოვენ
FaceBook

ქუთაისში, ტურისტული კომპანია "თრეველ თუ ჯორჯიას" წარმომადგენელი ლაშა ბერეკაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თხოვნით მიმართავს რომ, პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეებმა, ორშაბათ დღესაც მიიღოს დამთავლიერებლები.


"პრომეთეს და სათაფლიის მღვიმე, ასევე, ოკაცეს კანიონი ტურისტებში ყველაზე დიდ ინტერეს იწვევს, მაგრამ რადგან მათთვის ორშაბათი დასვენების დღე არის, დამთავლიერებელი ვერ ახერხებს ორშაბათი დღე გამოიყენოს. აქედან გამომდინარე ქალაქიც ზარალდება, რადგან მათ ქუთაისში გაჩერება დიდი ხნით არ შეუძლიათ. იქნებ მოხერხდეს , რომ ორშაბათ დღესაც მიიღონ დამთვალიერებლები" - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ტურისტული კომპანის "თრეველ თუ ჯორჯიას" წარმომადგენელი, ლაშა ბერეკაშვილი.

მისი თქმით ამ მოთხოვნით "გიდების ფორუმმა" დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

წყალტუბოში პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში ვიზიტი დამთავლიერებელს ორშაბათის გარდა ყოველდღე შეუძლიათ.

მღვიმეები 10:00-დან 18:00 საათამდე მუშაობენ.

"ქუთაისიპოსტს" კი დაცული ტერიტორიების საგენტოში განუცხადეს, რომ ერთი დღე დასვენებისთვის აუცილებელია. სააგენტოს პრესამსახურში განმარტავენ, რომ მღვიმეებს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი პარასკევს, შაბათს და კვირას სტუმრობს, გარდა ამისა აცხადებენ, რომ მსგავსი დაწესებულებებისთვის აუცილებელია არსებობდეს დასვენების დღე იმისთვის, რომ მოწესრიგდეს მღვიმეს ტერიტორია და მიიღონ ტურისტები.

 

Print