ახალი ამბები
პრომეთეს მღვიმეში სანაოსნო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
FaceBook

წყალტუბოში, პრომეთეს მღვიმეში მიმდინარე წლის ივლისში უხვი ნალექის მოსვლის შედეგად  დაზიანებული სანაოსნო მონაკვეთის შეკეთება ამ დრომდე მიმდინარეობს.


დაცული ტეტრიტორიების სააგენტოში, რომლის დაქვემდებარებაშიცაა პრომეთეს მღვიმე ირწმუნებიან, რომ სარემონტო სამუშაობი მალე დასრულდება.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება , ასევე, მონაჟდება ახალი განათებები. სამუშაობი მალე დასრულდება და დამთვალიერებლები შეძლებენ სანაოსნო მონაკვეთით სარგებლობას" - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ტურისტებს პრომეთეს მღვიმის საფეხმავლო ბილიკით სარგებლობა შეუფერხებლად შეუძლიათ.

 

Print