ახალი ამბები
სოფელ სორმონსა და მოწამეთას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება
FaceBook
მიმდინარე წლის 6, 7 და 8 სექტემბერს სოფელ სორმონსა და მოწამეთას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსის" ცნობით, დენის შეზღუდულად მიწოდება 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე "სათაფლია" მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირდება.

კომპანიის ინფორმაციით, სოფელ სორმონისა და მოწამეთაში 450 აბონენტს ელექტროენერგია სამი დღის განმავლობაში 10–დან 18 საათამდე გაეთიშება.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" აღნიშნული შეფერხების გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აცნობებს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟმში აღდგება.

Print