ახალი ამბები
ქუთაისში C ჰეპატიტის სკრინინგისთვის მობილური ლაბორატორიები იმუშავებს
FaceBook
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში, იგეგმება მობილური ლაბორატორიების გასვლითი საქმიანობები ქუთაისის მასშტაბით.

აღნიშნული აქტივობის მიზანს სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

ლაბორატორიული მობილური ბრიგადები 5 სექტემბრიდან ეწვევიან ქუთაისის სხვადასხვა უბნებს. სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა ჩაიტაროს უფასო, უსაფრთხო, კონფიდენციალური და მაღალხარისხიანი გამოკვლევა ჩ ჰეპატიტზე, სწრაფი და მარტივი მეთოდით.

ქვემოთ წარმოდგენილია მობილური ლაბორატორიის გასვლების გეგმა.

გამარჯვება 05.09.2016დან 09.09.2016,

ავტოქარხანა 11, 14, 16 სექტემბერი,

კახიანოური 19, 21, 23 სექტემბერი,

ნიკეა 26, 28, 30 სექტემბერი,

ძელქვიანი 3, 4, 5 ოქტომბერი,

საფიჩხია 10, 12, 14 ოქტომბერი,

უქიმერიონი 17, 19, 21 ოქტომბერი,

ქალაქ-მუზეუმი 24, 26, 28 ოქტომბერი,

სულხანსაბა 31 ოქტომბერი, 2, 4 ნოემბერი,

ვაკისუბანი 7, 9, 11 ნოემბერი,

მუხნარი 14, 15 ნოემბერი.

გუმათი 21, 22 ნოემბერი

პროექტი ეფუძნება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულებას და მას ახორციელებს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს, ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სამსახური, ქუთაისის მერიის, მუნიციპალური სამსახურების უშუალო მონაწილეობით.

Print