ახალი ამბები
ქუთაისში სულხან-საბას ქუჩაზე 6 თვის წინ დაზიანებული გზის შეკეთებას ითხოვენ
FaceBook
"პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში გზის შეკეთებას ითხოვს.

პოლიტიკური პარტიის ქუთაისის # 49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზვიად ბაღდავაძის თქმით, სულხან-საბას ქუჩაზე 6 თვის წინ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაზიანებული გზა ამ დრომდე არ შეკეთებულა.

"მარტის მერე მიტოვებულია ქუჩა. 6 თვის წინ დაიწყეს წყლის გაყვანა და გაჭრეს გზა, მას მერე ერთხელაც არავინ გამოჩენილა. არც მერია და არც საკრებულო არ დაინტერესებულა ამ პრობლემით. უბნის შემოსასვლელშია ეს გზა, აქვეა სკოლა და ფაქტობრივად, პარალიზებულია მოძრაობა. მოვუწოდებთ მერიას და წყალკანალს გაარკვიონ ერთმანეთთან ვის რა ევალება და დროულად მიიღონ ზომები", - აცხადებს ზვიად ბაღდავაძე.

პროტესტს უერთდებიან სულხან-საბას ქუჩის მცხოვრებლები და აცხადებენ, რომ გზის შეკეთება მათთვის უმთავრესი პრობლემაა, რადგან დაზიანებული საფარის გამო გზაზე გადაადგილება უჭირთ.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორ ფირმა"SMK"-ში, რომელმაც ადგილზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა, აცხადებენ, რომ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


Print