ახალი ამბები
ქუთაისში ხიდები ოქტომბრის ბოლოსთვის განათდება
FaceBook

წითელი, თეთრი და რუსთაველის ხიდები ქუთაისში, ასევე თეთრი ქვების მიმდებარე ტერიტორია, 2016 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის განათდება.


ტენდერი, რომელიც ქუთაისი მერიამ ხიდების განათებისთვის მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა, უკვე დასრულდა.

ელექტრონულ შეწყიდვაში 205 599 00 ლარით შპს "გლობალ სერვისმა" გაიმარჯვა.

მასთან ერთად ტენდერში კიდევ ორი კომპანია, "დიკე 2010" და "ემჯი ჯგუფი" მონაწილეობდა.

"გლობალ სერვისში" აცხდებენ, რომ სამუშაოები უკვე დაიწყო.

"ხიდების განათებისთვის სამუშაოები სექტემბრის თვიდან მიმდინარეობს. ვფიქრობთ, მიმდინარე წლის ნოემბრისთვის განათება დასრულებული იქნება,"- განუცხადეს ქუთაისიპოსტს შპს "გლობალ სერვისში".

ქუთაისის მერიას და "შპს გლობალ სერვისს" შორის დადებული ხელსშეკრულებით, ხიდების განათების სამუშაობი მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.




 

Print