ახალი ამბები
ქუთაისის თეატრები ახალ სეზონს პრემიერებითა და განახლებული სპექტაკლებით ხვდებიან
FaceBook
ლადო მესხიშვილის თეატრი სეზონს ტრადიციულად მიმდინარე წლის 27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღეს) გახსნის.

თუმცა, ტრადიციულ სპექტაკლს "ბამბაზიის სამოთხეს", ახალი წარმოდგენა, ნიკოლაი გოგოლის "რევიზორი" ჩაანაცვლებს (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე).

ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი 47-ე თეატრალურ სეზონს 2016 წლის 5 ოქტომბერს ჯუზეპე ვერდის "ტრავიატათი" გახსნის.

როგორც ოპერაში განმარტავენ, სპექტაკლი ახალი რედაქციით გავა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ახალ სეზონს, სხვა სახელმწიფო თეატრებთან შედარებით, ყველაზე ადრე იწყებს.

პატარები წარმოდგენებს 2016 წლის 17 სექტემბერიდან ნახავენ. სეზონი სპექტაკლით "ვინ დახატავს საქართველოს" გაიხსნება.





Print