ახალი ამბები
რა ხდება ორგანიზმში ფინჯანი ყავის მიღების შემდეგ?
FaceBook
პირველი 10 წუთის განმავლობაში კოფეინი ხვდება სისხლში და ზრდის სისხლის წნევას.



20 წუთის შემდეგ იზრდება კონცენტრაცია, ადვილად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და თავს ვართმევთ პრობლემებს. კოფეინი კავშირშია ადენოზინურ რეცეპტორებთან, რაც საგრნობლად ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.

30 წუთის შემდეგ იწყება ადრენალინის გამოყოფა.იგი ენერგიით გვავსებს და აფართოებს თვალის გუგებს, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მხედველობას.

40 წუთის შემდეგ აუმჯობესებს მოძრაობის ნეირონების მუშაობას და აძლიერებს კუნთების ძალას.

4 საათის შემდეგ ენერგიის გამოყოფის ხარჯზე ხდება ცხიმის წვა, მაშნაც კი როდესაც არ მოძრაობთ.

Print