ახალი ამბები
შვედეთში 6 საათიან სამუშაო დღეზე გადადიან
FaceBook
შვედეთში სამუშაო საათები მცირდება.

ამის შესახებ Independent წერს. სამუშაო საათების შემცირება არ აისახება ხელფასების რაოდენობაზე.

კომპანია Filimundus - მა, ეს სიახლე ჯერ კიდევ გასულ წელს შემოიღო. მისმა ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ 8 საათიანი სამუშაო დღე არაეფექტურია, რადგან საქმეზე ბოლომდე კონცენტრაცია და შრომისუნარიანობის შენარჩუნება ამდენი საათის განმავლობაში თითქმის აუსრულებელი ამოცანაა, ამიტომ ადამიანები იძულებულები არიან გააკეთონ პაუზები და ამით დრო არაეფექტურად გამოიყენება.

აღმოჩნდა, რომ 6 საათის განმავლობაში თანამშრომლები ახერხებენ არანაკლებ კარგად გააკეთონ და მოასწრონ საქმე, ვიდრე 8 საათის განმავლობაში. 6 საათიანი სამუშაო დღის მანძლზე მათი პროდუქტიულობა მეტია. თანაც, მათ რჩებათ მეტი ენერგია და დრო პირადი ცხოვრებისთვის, ამიტომ თავს ბედნიერებად და წარმატებულებად გრძნობენ.

მუშაობის იგივე რეჟიმზე გადასვლას გეგმავენ კერძო კლინიკების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.

Independent -ის ცნობით 6 საათიანი სამუშაო დღე შვედეთში, შესაძლებელია, თანდათან მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოიღონ.

Print