ახალი ამბები
როგორ ვჭამოთ დესერტი და თან წონაშიც მოვიკლოთ?!
FaceBook
მეცნიერებმა თელავივიდან აღმოჩენა გააკეთეს, რომელსაც ტკბილეულის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ხანი ელოდნენ.

აღმოჩნდა, რომ წონაში დასაკლებად აუცილებელი არაა რაციონიდან ტკბილეულის ამოღება. უბრალოდ, მნიშვნელოვანია მათი დღის სწორ მონაკვეთში მიღება.

ამის დასამტკიცებლად, ექიმების ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა. 193 პაციეტი, რომელთაც ზედმეტი წონა ქონდათ, ორ ჯგუფად გაიყო. პირველი ჯგუფი იღებდა ზომიერ საუზმეს 300 კილოკალორიის შემცველობით, მეორე ჯგუფი კი 600 კილოკალორიას, რომელიც დესერტსაც გულისხმობდა.

8 თვის შემდეგ ყველა მონაწილემ დაკარგა 15 კილო, მაგრამ კიდევ 8 თვის შემდეგ მოულოდნელი რამ მოხდა. იმ ჯგუფის წევრებმა, რომლებიც დესერტსაც მიირთმევდნენ, კიდევ 7 კილო მოიკლეს, მეორე ჯგუფის წევრებმა კი არათუ მოიკლეს, მოიმატეს წონაში.

ექსპერიმენტის ბოლოს იმ ჯგუფის წევრებმა, რომელთა მენიუში დესერტიც შედიოდა, მოიკლეს 20 კილო, მეორე ჯგუფის წევრებმა კი მხოლოდ - 5კგ.

"ისინი, რომლებიც ნაკლებკალორიულს იღებდნენ, მუდმივად მშივრები იყვნენ, რაც მათ აიძულებდა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მაცივარში საჭმლის ძიებას და არასასურველ დროს საკვების მიღებას, ხოლო ისინი, რომლებიც მეტ კალორიულს მიირთმევდნენ, არ არღვევდნენ კვების რეჟიმს. დესერტისთვის საუკეთესო დროდ დილა ითვლება, როდესაც ჩვენი მეტაბოლიზმი გაცილებით სწრაფად მუშაობს", - განმარტა ექიმმა დენიელ იაკუბოვიჩმა.


ADME.RU
Print