ახალი ამბები
"თავისუფალმა დემოკრატებმა" წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს
FaceBook
პარტია"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატად, ვალერი ჩეჩელაშვილი წარუდგინა.
პარტიის ლიდერის თქმით წყალტუბოს, როგორც კურორტს მეტი პოტენციალი აქვს, რისთვისაც მათ მიერ დასახელებული კანდიდატი შესაბამის ნაბიჯებს დგამს.

"ვიდრე ვალერი დეპუტატი გახდება, ის უკვე ფიქრობს, როგორ შემოიყვანოს ინვესტორები წყალტუბოში და როგორ განავითაროს ის. მე დარწმუნებული ვარ ვალერი იქნება საუკეთესო წარმომადგენელი წყალტუბოდან ჩვენს პარლამენტში,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მოსახლეობას სიტყვით მიმართა წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა.

"ჩემთვის დიდი პატივია პარლამენტში წარმოვადგენდე წყალტუბოს და მონაწილე ვიყო ამ ბრძოლის. ვფიქრობ, წყალტუბოს აქვს პოტენციალი დასავლეთ საქართველოში გახდეს მთავარი საკურორტო ზონა,"- განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.


Print