ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაზეთ "ტყიბულს" გაფრთხილება მისცა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაზეთ "ტყიბულის" წინააღმდეგ კომუნიკაციების მარგულირებელი ეროვნული კომისიის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

უწყებამ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის გაზეთს, სააგიტაციო მასალის სარეკლამო ნიშნის გარეშე განთავსების გამო, გაფრთხილება მისცა.

კომუნიკაციების მარგულირებელი ეროვნული კომისიაში განმარტავენ, რომ გამოცემაში პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელგუჯა გოცირიძის სააგიტაციო მასალა სარეკლამო ნიშნის გარეშე დაიბეჭდა.

გაზეთის რედაქტორი ნანა რაზმაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ მას ამის უფლება ჰქონდა.

მისივე განმარტებით, გაზეთი საზოგადოებრივ საწყისებზე, სპონსორების დახმარებით გამოდის, ამიტომ მას უფლება ჰქონდა მასალაზე სარეკლამო ნიშანი არ მიეთითებია.

"გაზეთი არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამიტომ მე მქონდა ამის უფლება. თუმცა, ჩვენ გავითვალისწინებთ სასამართლოს გაფრთხილებას და შემდგომში ეს აღარ მოხდება",- ამბობს ნანა რაზმაძე.

"ახლაგაზრდა ისურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში აცახდებენ, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"რადგან სასამართლომ ჩათავლა, რომ ეს იყო დარღვევა და მისცა გაფრთხილება, ესეიგი მათ დაარღვიეს კანონი. თვითონ შესაძლოა ამბობენ, რომ არ ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მაგრამ გაზეთს ააიპ "ტყიბულის საინფორმაციო ცენტრი" გამოსცემს, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაფუძნებულია",-აცხადებს "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი.

საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მეორე პუნქტი მედისაშუალებებს, რომლებიც ადგილობრვი ან ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, სარეკლამო ნიშნის მითითებას ავალდებულებს.





Print