ახალი ამბები
ლაშა ტალახაძეს საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
FaceBook
ოლიმპიური ჩემპიონისა და მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის საჩხერის მუნიციპალიტეტში დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. ლაშა ტალახაძესთან ერთად საჩხერეში იმყოფებოდნენ რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, საქართველოს სახელით მოასპარეზე შვიდივე მედალოსანი და ძალოსნობის ყველა დროის ოლიმპიური ჩემპიონები.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები იმერეთის სამხარეო ადმინისტარციის წარმომადგენელბთან ერთად დაესწრნენ.

ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს საჩხერის ადგილობრივმა თვითმართველობამ, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და სხვადასხვა კომპანიებმა პრიზები გადასეცეს და კიდევ ერთხელ მიულოცეს წარმატება.

დაჯილდოების შემდეგ კონცერტი გაიმართა, რომელშიც მომღერლები: ანრი ჯოხაძე, გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ხალვაში და ანსამბლი ,,ქართული ხმები" მონაწილეობდნენ.

22 წლის ლაშა ტალახაძემ, რომელიც 105 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა 473 კილოგრამის დაფიქსირებით.

Print