ახალი ამბები
ზრუნვის კვირეული - სოციალური აქცია კაფე-კინოში Brothers
FaceBook

ქუთაისში კაფე-კინოს Brothers მესვეურთა ინიციატივით პროექტი "ზრუნვის კვირეული" განხორციელდა.

ღონისძიება რამდენიმე დღე მოიცვა და მისი ბენეფიციარებისთვის ფილმების ჩვენებით აღინიშნა.

ამჟამად, პროექტში მზრუნველობამოკლებული და მიუსაფარი ბავშვები ჩაერთვნენ.

მათთვის Brothers – ის კინოდარბაზში ანიმაციური ფილმის "ნადირობის სეზონი 4 " ჩვენება გაიმართა.

"სოციალური პროექტი მიზნად ისახავს სამიზნე თემის წარმომადგენლებს აჩუქოს ორი დაუვიწყარი დღე. მსგავსი კინოჩვენებები სოციალურად დაუცველთათვის გარკვეული პერიოდულობით იმართება ჩვენთან“, - აღნიშნა კაფე–კინოს წარმომადგენელმა, თორნიკე მჭედლიძემ.

ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და კერძო სპონსორთა ჯგუფი.


 


Print