ახალი ამბები
"მატყუარა ჟურნალისტები" -ზვიად ჯავახიას პასუხი "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს მატყუარა უწოდა.

ჯავახიას გაღიზიანება საინფორმაციო სააგენტოზე განთავსებულმა იმ მასალამ გამოიწვია, სადაც მის მიერ საჯარო ინფორმაციის დამალვაზე იყო საუბარი.

"მატყუარა ჟურნალისტები? მატყუარა ხართ და მაგაზე გაგცემთ პასუხს ეხლა მალე. მე პირდაპირ მიყვარს თქმა. მატყუარაა, ტუტუცია თუ რაცაა პირდაპირ ვეუბნები", -განაცხადა ჯავახიამ (სტილი დაცულია).



"ქუთაისიპოსტმა" მერიიდან ინფორმაცია, 2016 წლის 1 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისის მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ გამოითხოვა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას მიერ ხელმოწერილ პასუხში არ იყო მითითებული ზვიად ყიფშიძე, რომელიც მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაინიშნა.

Print