ახალი ამბები
დიდ ბრიტანეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
FaceBook
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი თბილისში იმყოფება.

"მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. გამიმართლა, რომ საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ახლა მაქვს შესაძლებლობა აქ ვიცხოვრო და ვიმუშაო. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მყარი მეგობრული ურთიერთობებია. სამომავლოდ, ბევრი საინტერესო მიმართულებით არის შესაძლებებელი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება",- განაცხადა ელჩმა.

მაკენზი სმიტი რწმუნებათა სიგელებს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს, რის შემდეგაც ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

საქართველოში ჩამოსვლამდე მაკენზი სმიტი ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული. მისი უკანასკნელი მისია იყო მეხიკოში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, სადაც ის ელჩის მოადგილე და ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით დირექტორი იყო. მანამდე კი, იგი იმყოფებოდა გაერო-ს დიდი ბრიტანეთის მისიაში, ნიუ-იორკში. დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში მას ნამუშევარი აქვს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის, ეუთო-ს, ადამიანის უფლებათა დაცვის და მედიის საკითხებზე.
Print