ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტრო საშინაო საქმეთა სამინიტროდ უნდა გადაკეთდეს
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტრო საშინაო საქმთა სამინისტროდ უნდა გადაკეთდეს, რისი პირობაც "ქართულმა ოცნება" წინასაარჩევნოდ გასცა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უნდა მოხდეს შსს - ს რეორგანიზაცია და ხალხის სამსახურად უნდა გადაიქცეს. გიორგი მარგველაშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სასმართლო ინსტიტუციის გაძლიერებაზე.
"ერთხელ და საბოლოოდ უნდა მოიხსნას პროკურატურასთან არსებული შეკითხვები. უმწიკვლო წარსულის მქონე ადამიანები უნდა დაინიშნონ პროკურორებად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თეკლე მორგოშია

Print