ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა საჯარო ინფორმაცია დამალა
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ საჯარო ინფორმაცია დამალა.

საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტმა" 2016 წლის 23 აგვისტოს მერიას ადგილობრივ თვითმმართვლობაში 1 ივლისდან 23 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული საკადრო ცვლილების შესახებ განცხადებით მიმართა.

თუმცა, მერიიდან მიღებული ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს ადმინიტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია აწერს, არაფერია ნათქვამი მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელზე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის 17 აგვისტოს დაინიშნა.

"მიღებული თანამშრომლები: თეიმურაზ ლანჩავა - მერის მრჩეველი და თეიმურაზ ჩეჩელაშვილი - ააიპ "ქუთაისის ბოტანიკური ბაღის" დირექტორი".

გათავისუფლებული თანამშრომლები: ამირან ხვადაგიანი - ააიპ "ქუთაისის ბოტანიკური ბაღის" დირექტორი, საფუძველი პირადი განცხადება. მანანა ჯავახაძე მერიის ინფრასტრუქტრის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, საფუძველი - გარდაცავლება.

თამილა ასათიანი მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი, საფუძველი- პირადი განცხადება", - ნათქვამია ქუთაისის მერიიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში.


Print