ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 19 სექტემბერს განახლდება
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 2016 წლის 19 სეტემბერს დაიწყება.

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაში პირველი კურსის სტუდენტებისთვის რეგისტრაცია მიმდინარე წლის 6– 19 სექტემბრის ჩათვლით #1211 აუდიტორიაში 10-დან 17 საათამდე იქნება შესაძლებელი.

რეგიტრაციისათვის სტუდენტებმა უნდა წარადგინონ:

ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ატესტატის ასლი;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი;
4 ცალი სურათი დისკზე ჩაწერილ სურათთან ერთად;
საგამოცდო ბარათი.

ასევე, ვაჟმა სტუდენტებმა, დამატებით, სამხედრო აღიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლიც უნდა წარადგინონ.

სოციალურად დაუცველისა და ლტოლვილის სტატუსის შემთახვევში, სტუდენტებს თან უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მოწმობის ქსეროასლები.

იმ აბიტურიანტებმა, რომლების რეგისტრაციის გავლის მომენტისთვის არ იქნებიან 18 წლის, დამატებით უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობა და მისი ასლი. მათ, ასევე თან უნდა ახლდეთ ერთ–ერთი კანონიერი წარმომადგენელი დედა, მამა ან მზრუნველი.

წერეთლის უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის სასწავლო წელი მიმდინარე წლის 26 სექტემბერს დაიწყება.

 

Print