ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრის ყოფილი უფროსი ქუთაისის მერიაში დაასაქმეს
FaceBook
ქუთაისის მერიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტის ყოფილი უფროსი, ზვიად ყიფშიძე დაასაქმეს.
მან მერიის ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი დროებით დაიკავა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ის ამ თანამდებობაზე ათი დღის წინ, მერის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

ზვიად ყიფშიძემ პაატა (ტატო) ლილუაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე უფასო შვებულებაში იმყოფება.

ლილუაშვილის თქმით, ის თავდაპირველად ერთვიან ფასიანი, ხოლო შემდეგ უფასო შვებულებაში გავიდა.

ზვიად ყოფშიძე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა, ერთ თვეში კი სამსახურიდან წასვლის შესახებ "საკუთარი ნებით" განცხადება დაწერა.

Print