ახალი ამბები
დღეიდან პენსიონერთა ნაწილს პენსია გაეზრდება
FaceBook
1 სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდებათ.
პრენსიონერები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ.

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ხვალიდან ამოქმედდება, რაც ასევე, 20%-ით სოციალური პაკეტის ზრდას ითვალისიწინებს.

გაზრდილი სოციალური პაკეტით ისარგებლებენ მთაში მუდმივად მცხოვრები მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულები.

მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული პირების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების თანხა 100 ლარის ნაცვლად 120 ლარი გახდება.

მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 52 000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია.



Print