ახალი ამბები
ქუთაისში "ყინულის მოედანზე" დასაქმებულ მწვრთნელებს ხელფასები გაეზარდათ
FaceBook
ქუთაისის მერიის "ყინულის მოედანზე" რეორგანიზაციის შედეგად მწვრთნელების ხელფასი 300 ლარამდე გაიზარდა.

ამავდროულად, ხელფასი შეუმცირდა ყინულის მოედნის დირექტორს და 6 საშტატო ერთეული გაუქმდა.

ამის თაობაზე, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დაამტკიცების განხილვისას ისაუბრეს.

უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ყინულის მოედნის ხელმძღვანელის ხელფასი 1500-დან 500 ლარამდე შემცირდა.

"ამჟამად ყინულის მოედანზე სულ 17 შტატია. მწვრთნელების ხელფასი კი ერთ საათში 35 ლარით,ხოლო საბაზისო 300 ლარით განისაზღვრა," - განმარტავს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ირმა პეტრიაშვილი.

ამ დრომდე მწვრთნელების ანაზღაურება ერთ საათში 17 ლარით, ხოლო საბაზისო 127 ლარით განისაზღვრებოდა.

ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, ყინულის მოედანი, ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას" შეუერთდა.

გაერთიანების მიმინარე წლის ბიუჯეტი 1 300 000 ლარია.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები "ყინულის მოედანზე" ჩატარებულ რეორგანიზაციას წინასაარჩევნო აქტივობად აფასებენ.

"რეორგანიზაციის საჭიროების შესახებ დიდი ხანია საუბარი, თუმცა მისი ამ პერიოდში განხორციელება, სწორედ არჩევნებს უკავშირდება," - ამბობს "რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები მის ბრალდებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ააიპ-ში რეორგანიზაცია საჭიროებისამებრ საჭირო დროს განხორციელდა.

"ყინულის მოედანი" ქუთაისში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.

ამ დრომდე იქ 23 ადამიანი მუშაობდა.

"ყინუ­ლის მო­ე­და­ნი" 5-დან 14 წლამ­დე ასა­კის 700-მდე ბავშვს ემ­სახურება. მო­ე­დან­ზე სწავ­ლა ნების­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის უფა­სო­ა, სა­დაც, ასე­ვე ჰოკე­ის სწავ­ლება მიმ­დი­ნა­რეობს.

ქუ­თა­ი­სის ყინუ­ლის მო­ე­და­ნი ერთ-ერ­თი დარბაზია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც ჰოკე­ის­ტთა გუნ­დი ჰყავს.




Print