ახალი ამბები
ქუთაისელი ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
FaceBook
ქუთაისელი სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი საფრანგეთში, ქალაქ მაიკონში ჩატარდა.

120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზვიად პატარიძემ ფინალურ შეხვედრაში თურქი ოსმან კენან ილდირიმი 10:0 დაამარცხა.

ქუთაისელმა მოჭიდავემ მიმდინარე წლის ივნისში, ბუქარესტში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მესამედ მოპოვება შეძლო.

გასულ წელს ზვიად პატარიძე ქუთაისის მერიამ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
Print