ახალი ამბები
ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით ახალი გზა აშენდება
FaceBook
ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ, აბასთუმნის მიმართულებით ახალი გზა 4 წელიწადში აშენდება.

ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

"ვფიქრობთ, რომ ქუთასიდან სამხრეთ საქართველოსკენ, აბასთუმნისკენ მიმავალი გზა 4 წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე ქუთაისიდან მულახის მიმართულებით, გვირაბების გავლით და უშგულზე გადამავალი ზაფხულის გზა აშენდება.
Print