ახალი ამბები
ცესკოში სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
FaceBook
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

OSCE/ODIHR საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან იწყებს.

ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება.

OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება.

შეხვედრაზე, ასევე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები განიხილეს.

საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.




Print