ახალი ამბები
მსოფლიოში პირველად თავის გადანერგვის ოპერაცია 2017 წლის დეკემბერში ჩატარდება
FaceBook
განუკურნებელი სენით დავადებული რუსი ვალერი სპირიდონოვი ქირურგიული ოპერაციის ახალ დეტალებზე საუბრობს.


როგორც ცნობილია ვალერი სპირიდონოვი ის პირველი პაციენტია, რომლის თავის გადანერგვაც იგეგმება დონორის ტანზე. ასეთი ოპერაცია მსოფლიოში პირველად ტარდება და სიახლეები ამ უჩვეულო ოპერაციის შესახებ მალე გახდება ცნობილი წერს  The Daily Mail.
31 წლის პროგრამისტი სპირიდონოვი ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული.

მისი ოპერაციის ზუსტი რიცხვი და ადგილი ჯერ არ არის არჩეული, თუმცა მსოფლიოში თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2017 წლის დეკემბერში იგეგმება.

პრესკონფერენციაზე რომელიც მოსკოვში ჩატარდა სპირიდონოვმა თქვა, რომ იტალიელი ქირურგი სერჯიო კანავარო, რომელსაც "დოქტორ ფრანკენშტეინსაც" ეძახიან და რომელმაც უნდა გააკეთოს ეს ოპერაცია მალე სხვა დეტალებსაც გააცხადებს.

" მე ვაგრძელებ დიალოგს კანავაროსთან, ჩვენ ვცვლით ინფორმაციას და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი ის ამზადებს სიახლეების ამ წლის სქტემბერში", აღნიშნა სპირიდონოვმა.

სპირიდონოვი საკუთარი ნებით გახდა ასე ვთქვათ საექპერიმენტო ბაჭია. მას ბერდნიგ ჰოფმანის სინდრომი აწუხებს. ასეთი ავადმყოფებისთვის რთულია მოძრაობა, სუნთქვა და ნერწყვის გადაყლაპვაც.

სპირიდონოვის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება იგი მზად არის გამოიყენოს ეს შანსი რომ ქონდეს ახალი სხეული მანამ სანამ ავადმყოფობა ბოლოს მოუღებს.

სპირიდონვისთვის გამოიყენებენ დონორის სხეულს რომელსაც დაუდგინდება ტვინის სიკვდილი, მაგრამ არ იქნება გამოვლენილი რაიმე სერიოზული დაავადება ორგანიზმში.

ოპერაცია გაგრძელდება 36 საათს. იგი ჩატარდება მსოფლიოს რომელიმე საუკეთესო საოპერაციოში და მისი ღირებულება იქნება 14 მილიონი ფუნტი.

კანავარო ირწმუნება, რომ ყველა აუცილებელი მეთოდი უკვე შემუშავებული აქვს.

"აუცილებელია რომ დონორსა და პაციენტს თავი ერთდროულად მოჭრან.თავის ზურგის ტვინიდან დაცალკავება ძალიან ბასრი სკალპელის გამოყენებით მოხდება.შემდეგ პაციენტის თავს დონორის ტანს მიამაგრებენ პოლიეთილენფლიუკოლის დახმარებით. მას კანავარო "ჯადოსნურ ინგრედიენტს" უწოდებს. ზურგის ტვინის დაბოლოებებს ერთგვარად დააწებებენ სისხლძარღვებს და კუნთებს მოკერავენ შემდეგ კი პაციენტს 4 კვირის მანძილზე გადაიყვანენ ხელოვნურ კომაში, რათა გაუნძრევლად იწვეს სანამ თავი არ შეეზრდება ახალ სხეულს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანავარო აფორმებს რეალობას,მის გეგმებს კი სრული ფანტაზიის ნაყოფს უწოდებენ. თუმცა წარმატების შემთხვევაში ეს ფაქტი ბევრ პარალიზებულ ადამიანს გაუჩენს იმედს.

Print