ახალი ამბები
ნინო სალუქვაძე - სპორტული აქტივობით ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 3%-ია დაკავებული
FaceBook
ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ნინო სალუქვაძე ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდა.

შეხვედრაზე ქუთაისისა და ქვეყნის მასშტაბით სპორტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ნინო სალუქვაძის თქმით, ქართულ სპორტში ვითარება საკმაოდ არასასურველია.

"სპორტული აქტივობით ქვეყანაში მოსახლეობის 3%–ია დაკავებული, რაც ძალიან ცოტაა, რადგან საქართველო ყოვლთვის სპორტულ ქვეყანად ითვლებოდა", - აღნიშნა ნინო სალუქვაძემ.

სპორტმენის შეფასებით, სპორტს სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა ჭირდება.

"სპორტის სხვადასხვა სახეობებში სწავლება ფასიანია. ეს თანხები ბევრი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ნაკლებადაა, ამიტომ შესაძლებელია უსახსრობის გამო ბევრი ტალანტი იკარება", - მიუთითა სპორტსმენმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, რაც სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს წახალისებული.

"გვქონდა ასეთი წინადადება, რომ თამბაქოსა და ალკოჰოლზე დაწესებული გადასახადებიდან 1% გადარიცხოდა სპორტის განვითარებს ფონდს, რაც დიდად შეუწყობდა ხელს ბევრი სახეობის განვითარებას. თუმცა, ეს არ მოხერხდა ამ დრომდე", - აღნიშნა ნინო სალუქვაძემ.

ქუთაისში იმყოფებოდა, ასევე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტყვიის მსროლელი, მეგი ხუბულაშვილი, რომელიც 22 წელია საქართველოში არ ყოფილა.

Print