ახალი ამბები
"ეროვნულმა ფორუმმა" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად საკრებულოს წევრი წარადგინა
FaceBook
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ეროვნულ ფორუმს" მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს ყველა რეგიონში ეყოლება.

კანდიდატები პარტიის ლიდერმა, კახაბერ შარტავამ წარადგინა.

ქუთაისში #48 ოლქში "ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოს წევრი კახაბერ დვალიშვილი იქნება. ის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ გახდა.

რაც შეეხება იმერეთის მუნიციპალიტეტებს თერჯოლა-ტყიბულის N50 მაჟორიტარულ ოლქში პარტიის კანდიდატი მაია კლდიაშვილი, ზესტაფონის N52 მაჟორიტარულ ოლქში მერაბ ფაჩულიძე, ვანი-ხონის N54 მაჟორიტარულ ოლქში – ვლადიმერ კახიანი და საჩხერის N 53 მაჟორიტარულ ოლქში, მალხაზ აბრამიშვილი იქნებიან.



Print