ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი - საჭიროა სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი ინვესტორები დააინტერესოს.

"ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რაც მნიშვნელოვანი იყო ევროპული ღირებულებებისთვის. არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდებ ევროპა, არამედ ევროპასაც ჭირდება ძლიერი საქართველო. ამისთვის, საჭიროა სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ დსთ-ს ქვეყნებთანაც აქვს," - განაცხადა პრეზინედტმა.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის არც ერთი წევრი არ ესწრება.
დეა მანაგაძე
Print