ახალი ამბები
"ქუთაისიპოსტის" სიუჟეტის შემდეგ სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრები გადასცეს
FaceBook
"ქუთაისიპოსტზე" გასული სიუჟეტის შემდეგ, სოციალურად დაუცველ ჯეჯეიების ოჯახს "პარკინგსერვისმა" საჩუქრები გადასცა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორგანიზაციამ ახალ ინიციატივას - "გაიღე მეტი ქველმოქმედებისათვის!" ჩაუყარა საფუძველი.

"რამოდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, "პარკინგსერვისმა" გადაწყვიტა, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ლტოლვილ მრავალშვილიან ჯეჯეიების ოჯახს დახმარებოდა," - განმარტავენ "პარკინგსერვისში".

ჯეჯეიებს საჩუქრად საარსებო სასურსათო პროდუქტები და სამახსოვრო ბროშურები გადასცეს.

სოციალურად დაუცველი ჯეჯეიბი დევნილები არიან. 12 სულიან ოჯახს, სადაც 6 მცირეწლოვანია, უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება.

Print