ახალი ამბები
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება
FaceBook
საჯარო სკოლებში მთლიანად 509 120 მოსწავლე სწავლობს.


საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB.

ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე. კომპიუტერებს საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლებიც მიიღებენ.

წელს განათლების სამინისტრომ პირველკლასელებისთვის 55 300 ბუკი, წარჩინებულებისთვის - 2470 და პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის - 2530 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.

მიმიდნარე წელს უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე, კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე. ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში,2016 წელს 2246738 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა.

სწავლის დაწყების თარიღს კერძო სკოლები თავად განსაზღვრავენ.

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120 შეადგენს.

წყარო: ipn.ge
Print