ახალი ამბები
უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველო 39-ე ადგილზეა
FaceBook
უეფას 2016 წლის საკლუბო რეიტინგში საქართველო 54 ქვეყანას შორის, 6.375 ქულით 39-ე ადგილზეა.

ის ლატვიას, ირლანდიას, მაკედონიას, ესტონეთს, ჩერნოგორიას, სომხეთს, ლუქსემბურგს, ჩრდ. ირლანდიას, ლიტვას, მალტას, უელსს, ფარერებს, გიბრალტარს, ანდორასა და სან-მარინოს უსწრებს.

თუმცა, შესაძლოა, საქართვველომ ამ პოზიციიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლოს, რომელიც ამ დროისთვის ირლანდიას უჭირავს.

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიის "დანდალკია" დარჩენილი. საქართველო კი ირლანდიას მხოლოდ 0.550 ქულით უსწრებს.

უეფას 2016 წლის საკლუბო რეიტინგის ლიდერი ესპანეთია.

პირველ ათეული ასე გამოიყურება:


1. ესპანეთი - 87.141
2. გერმანია - 67.641
3. ინგლისი - 63.819
4. იტალია - 60.998
5. საფრანგეთი - 45.332
6. რუსეთი - 44.332
7. პორტუგალია - 43.832
8. უკრაინა - 38.633
9. ბელგია - 32.800
10. თურქეთი - 32.200
Print