ახალი ამბები
შვეიცარიაში საფოსტო გზავნილებისთვის რობოტებს გამოყენებენ
FaceBook
შვეიცარიის ნაციონალური ფოსტა ქვეყნის სამ ქალაქში საფოსტო გზავნილების, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებისთვის რობოტების გამოცდას იწყებს.

მცირე ზომის, ექვსბორბლიანი რობოტები მიმდინარე წლის სექტემბრიდან გამოჩნდებიან.

მათი დიზაინი იმგვარადაა შექმნილი, რომ შეუძლიათ თავიდან აიცილონ ნებისმიერი დაბრკოლება. მათ შორის, ფეხით მოსიარულეები, ცხოველები და მანქანები.

ანალოგიური რობოტები უკვე გამოსცადეს ბრიტანეთსა და გერმანიაში. შემოდგომაზე კი მათ ვაშინგტონშიც გამოცდიან.

შვეიცარიის ნაციონალურ ფოსტაში აცხადებენ, რომ რობოტების შემოღებასთან ერთად ფოსტის თანამშრომლებიც იმუშავებენ.

კომპანია ეტაპობრივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. მანამდე მათ დრონისა და თვითმართვადი ავტობუსებიც დატესტეს. 


Print