ახალი ამბები
სამუშაოს მაძიებელთათვის სახელმწიფო პროგრამა იწყება
FaceBook
სექტემბრიდან სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაიწყება.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული პირები შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის მიხედვით გამოვლენილ პროფესიებში გადამზადდებიან და ორიდან ოთხ თვემდე კურსებს აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან.

"გადამზადებულები შემდგომში გაივლიან სტაჟირებას ძირითადად კერძო დაწესებულებებში," - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ შრომისუნარიან მოქალაქეს შეუძლია ამისათვის 9 სექტემბრის ჩათვლით დაინტერესებულმა პირებმა სოციალური სამსახურის რაიონულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ და რეგისტრაციის პროცედურები გაიარონ


Print