ახალი ამბები
ასტრონავტებმა შესაძლებელია დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს
FaceBook
"შესაძლებელია დედამიწის ანალოგი პლანეტა ბრუნავს თავისი ვარსკვლავის გარშემო, თანაც საკმაოდ ახლოს ჩვენთან~.

ოთხშაბათს ამერიკელმა ასტრონავტებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ბრუნავს პროქსიმა ცენტავრას ორბიტაზე. იგი მზის სისტემის უახლოეს მეზობელს წარმოადგენს. ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ პლანეტა მდებარეობს ისეთ ხელსაყრელ ზონაში,სადაც არც მთლად სიცხე იქნება და არც სიცივე . ეს კი ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით პლანეტაზე იარსებებს წყალი თხევად მდგომარეობაში, რაც ზრდის სიცოცხლის არსებობის შანსს, წერს    The New York Times.

 

სტატიაში აღნიშნულია პლანეტის იმედისმომცემ მდგომარეობაზე, იმ თვალსაზრისით, რომ უახლოეს ათწლეულებში შესაძლებელი იქნება მასთან მიღწევა. ის 4,5 სინათლის წელიწადით, ანუ 25 ტრილიონი მილითაა დაშორებული დედამიწიდან, რაც კოსმოსური საზომით ძალიან ახლოსაა.

გარდა პლანეტის ზომისა და მისი დაცილებისა მშობელი ვარსკვლავიდან, მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოცანად რჩება. თუმცა სასიცოცხლო პირობები შესაძლებელია იყოს დედამიწის მსგავსი. თუმცა გამორიცხული არაა ისეთივე საშინელი სიცხე როგორც ვენერაზე და სიცივე და სიმშრალე როგორც მარსზე.

"ახლადაღმოჩენილი პლანეტა გაცილებით ახლოს არის თავის ვარსკვლავთან (5 მილიონი მილის დაშორებით )ვიდრე დედამიწა მზიდან ( 93 მილიონი მილით) მართალია Proxima b შესაძლებელია გავდეს დედამიწას, მაგრამ მისი მშობელი ვარსკვლავი პროქსიმა ცენტავრა, ძალიან განსხვავდება მზისგან.იგი ძალიან პატარაა და მიეკუთვნება წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა ჯგუფს. მისი მასა მზის მასის 12 პროცენტს შეადგენს. ის ისეთი მიმქრალი ვარსკვლავია, რომ დედამიწიდან არც ჩანს შეუიარაღებელი თვალით.

ამის გარდა ვარსკვლავის მიზიდულობა დიდი ალბათობით ბლოკავს პლანეტის ბრუნვას. ისე როგორც მთვარე ყოველთვის ერთი მხრიდან არის მიმართული დედამიწისკენ, მსგავსი რამ ხდება ამ პალანეტის შემთხვევაში: ერთი ნაწილი ალბათ ყოველთვის განათებულია და მიმართულია ვარსკვლავისკენ და მეორე ნაწილი ყოველთვის ჩრდილშია.

 

 

"შესაძლებელია  დედამიწის ანალოგი პლანეტა  ბრუნავს თავისი ვარსკვლავის გარშემო თანაც საკმაოდ ახლოს ჩვენთან. ოთხშაბათს ასტრონავტებმა განაცხადეს რომ აღმოაჩინეს პლანეტა რომელიც ბრუნავს პროქსიმა ცენტავრას ორბიტაზე. რომელიც მზის სისტემის.  უახლოეს მეზობელ წარმდოგენს. ინტერესს იწვევს ის ფაქტი რომ პლანეტა მდებარეობს ისეთ ხელსაყრელ ზონაში,სადაც არც მთლად სიცხე იქნება და არც სიცივე . ეს კი ნიშნავს რომ დიდი ალბათობით პლანეტაზე იარსებებს წყალი თხევად მდგომარეობაში რაც ზრდის სიცოცხლის არსებობის შანსს, წერს The New York Times.

სტატიაში აღნიშნულია პლანეტის იმედისმომცემ მდგომარეობაზე, იმ თვალსაზრისით რომ  უახლოეს ათწლეულებში შესაძლებელი იქნება მასთან მიღწევა ის 4,5 სინათლის წელიწადით, ანუ 25 ტრილიონი მილითაა დაშორებული დედამიწიდან, რაც კოსმიური საზომით ძალიან ახლოსაა.

"გარდაპლანეტის ზომისა და მისი დაცილებისა მშობელი ვარსკვლავიდან, მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოცანად რჩება. თუმცა სასიცოცხლო პირობები შესაძლებელია იყვოს დედამიწის მსგავსი თუმცა გამორიცხული არაა ისეთივე საშინელი სიცხე როგორც ვენერაზე  და სიცივე და სიმშრალე როგორც მარსზე

"ახლადაღმოჩენილი პლანეტა გაცილებით ახლოს არის თავის ვარსკვლავთან 5 მილიონი მილის დაშორებით ვიდრე დედამიწა მზიდან ( 93 მილიონი მილით) მარტალია Proxima b შესაძლებელია გავდეს დედამიწას მაგრამ მისი მშობელი ვარსკვლავი პრაქსიმა ცენტავრა, ძალიან განსხვავდება მზისგან.იგი ძალიან პატარაა და მიეკუთვნება წითელ ჯუჯა ვარსკვლავებს მისი მასა მზის მასის 12 პროცენტს შეადგენს. ის ისეთი მიმქრალი ვარსკვლავია რომ დედამიწიდან არც ჩანს შეუაიარაღებელი თვალოთ.

ამის გარდა ვარსკვლავის მიზიდულობა დიდი ალბათობით ბლოკავს პლანეტის ბრუნვას. ისე როგორც მთვარე ყოველთვის ერთი მხრიდან არის მიმართული დედამიწისკენ, მსგავსი რამ ხდება ამ პალანეტის შემთხვევაში: ერთი ნაწილი ალბათ ყოველთვის განათებულია  და მიმართულია ვარსკვლავისკენ და მეორე ნაწილი  კი ყოველთვის ჩრდილშია.

Print