ქუთაისში, უზნაძის ქუჩის N28-ში, ჯიშკარიანების საცხოვრებელ სახლს გუშინდელმა ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.  
ჯიშკარიანების საცხოვრებელ სახლში არსებულ მდგომარეობას უკვე გაეცნენ  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ნადირაძე, "ქალაქ მუზეუმ"-ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები. მათი განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი შეყვანილია სახლის გადახურვის პროგრამაში.
			 
			
მასალის გამოყენების პირობები