ახალი ამბები
მთვარეზე გასაფრენად 25 მილიონიანი პრიზის მოგება ამერიკულ კერძო კომპანიას სურს
FaceBook
"მთვარის ექსპრესი" პირველი კერძო კომპანიაა, რომელსაც ამერიკის მთავრობამ მთავრეზე გაფრენის თანხმობა მისცა.

კოსმოსის დასაპყრობად ახლადშექმნლი კომპანია Google-ის მიერ დაწესებული პრიზის Lunar Xprize–ისთვის იბრძოლებს, რომელიც 25 მილიონი დოლარია.

მისი მოგებისთვის "მთვარის ექსპრესმა" ექსპედიცია 2017 წლის ბოლომდე უნდა მოაწყოს.

გარდა ამისა, კომპანიამ უნდა შექმნას რობოტი მთვარეზე გასაშვებად, იმოგზაუროს მისი ზედაპირიდან 500 მეტრის მანძილზე და დედამიწაზე HD ფორმატის ვიდეო გადმოსცეს.

პირველი ექსპდიციისთვის „მთვარის ექსპრესს“ უკვე ჰყავს გადამხდელუნარიანი აბონენტები, რომლებსაც ორბიტაზე ტელესკოპის დადგმა უნდა და ამასთანავე იმ ადამიანთა ფერფლი, ვისაც მთავრეზე დაკრძალვა სურთ.

კომანიაში კოსმოსურ ხომალდს, რომელიც მთვარეზე საკუთარ რობოტს მიიღებს, არ ააგებენ. მათ უკვე აქვთ კონტრაქტი კერძო ფირმა Rocket Lab–თან, რომელსაც ასევე, მოუწევს ორბიტაზე რობოტის გაშვება.

"მთვარის ექსპრესში" იმედოვნებენ, რომ საკონკურსო ვადის ამოწურვამდე, ექსპედიციას წარმატებით დაასრულებენ.



Print