ახალი ამბები
ილია II-მ უვადოდ მსჯავრდებულები დაასაჩუქრა
FaceBook
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირებმა საქართველოს პატრიარქისგან საჩუქრები მიიღეს.

ილია მეორემ პატიმრები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაასაჩუქრა.

მსჯავრდებულებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული, საეკლესიო ლიტერატურა, ხატები და სანთლები გადაეცათ.

"საქართველოს პატრიარქმა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, უვადოდ მსჯავრდებულებს საჩუქრები გამოუგზავნა. ილია II-მ მათ მიმართ დიდი სიყვარული გამოიჩინა, ამას თავად მსჯავრდებულებიც გრძნობენ და ამ სითბოს თითოეული მათგანი აღნიშნავს",- განაცხადა მამა გურამ ოთხოზორიამ.




Print